დაბრუნების წესები

“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მომხმარებელს უფლება აქვს დისტანციურად (ონლაინ) ნივთის შეძენის შემთხვევაში უარი თქვას შეთანხმებაზე და უკან დაუბრუნოს საქონელი მოვაჭრეს, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 5 დღის ვადაში (დაბრუნების პოლიტიკა არ ვრცელდება ინდივიდუალურ შეკვეთებზე).

5(ხუთი) დღის განმავლობაში დაბრუნების პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.

მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს ზემოაღნიშნულ ვადაში მიმართოს წერილობით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@newstyle.ge სადაც  ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ და დეტალურად დაასაბუთებს დაბრუნების მიზეზებს.

მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრისათვის შეთანხმებაზე უარის თქმის შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2(ორი) კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნოს პროდუქტი მოვაჭრეს;

შეთანხმებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.

შეთანხმებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური
შეთანხმების შედეგად ნაკისრი ვალდებულებები;

 

მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას შეთანხმებაზე, თუ:

 

  • პროდუქტი არის გამოყენებული;
  • პროდუქტს შენარჩუნებული არ აქვს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, პლომბი, საფაბრიკო იარლიყი (ეტიკეტი);
  • თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

 

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას
შეთანხმებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

 

  • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა შეთანხმების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
  • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

ნაკლის მქონე საქონლის შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება

 

  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს
    მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან დააბრუნოს საქონელი;
  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
  • ნაკლის მქონე საქონლის შეკეთება ან შეცვლა უნდა მოხდეს გამყიდველისთვის საქონლის წარდგენიდან გონივრულ ვადაში.

 

 

 

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

 

  • ნივთის უკან მობრუნების სრული ხარჯი ეკისრება მომხმარებელს;
  • ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ჰქონდეს სასაქონლო სახე, ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და მათ შორის ყუთიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თანხის უკან დაბრუნების დროს ხდება მხოლოდ ნივთის ღირებულების დაბრუნება, შპს „ნიუ სტილი“ არ არის ვალდებული მომხმარებელს აუნაზღაუროს მის მიერ ნივთის შეძენისას გადახდილი ტრანსპორტირების საფასური;
  • მოვაჭრე ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს პროდუქტის ნასყიდობისათვის გადახდილი თანხა პროდუქტის დაბრუნებიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

 

 

დამკვეთის მიერ დაკვეთის გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება შენახვის ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას შეძენილი ავეჯის შესაძლო დაზიანებაზე.

შენახვის ვადის ყოველ გადაცილებულ ერთ კვირაზე დამკვეთს დაეკისრება შეძენილი ავეჯის მთლიანი ღირებულების 1%-ის გადახდა.

ავეჯის შეძენის შემდეგ კომპანიის მიმართ პრეტენზია არ მიიღება, თუ ავეჯი არ შეეტევა მყიდველის კარებში ან არ მოუხდება მყიდველის ინტერიერს. ასევე არ გაიცვლება სხვა სახის ავეჯზე და თანხა არ დაბრუნდება.

საქონლის სრულად გამოსყიდვის შემდეგ სრული და აბსოლუტური საკუთრება და მატერიალური პასუხისმგებლობა გადადის მყიდველზე.

 

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
  • Attributes
  • Custom attributes
  • Custom fields
Click outside to hide the compare bar
შედარება
შედარება ×
Let's Compare! Continue shopping
რას ეძებთ?
ჩაწერეთ საძიებო სიტყვა და დააჭირეთ "enter" ღილკაკს
Shopping Cart
No products in the cart.
Return To Shop